დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2023 − 2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.025017 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2023 − 2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №619 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2022, 190040000.10.003.023830) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს 2023 − 2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს 2023 − 2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია“ და „კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023 − 2028 წლების სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა“.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული: ა) „საქართველოს 2023 − 2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია“ და „ინდიკატორების პასპორტი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) „კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“ ამოღებულ იქნეს. 3. დადგენილებას დაემატოს „კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023 – 2028 წლების სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა“ და „საქართველოს 2023 − 2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის საჯარო და დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული 2024 წლის კონსულტაციების ანგარიში“ და დამტკიცდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს „კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023 − 2028 წლების სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები