„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.025014
123
25/04/2025
ვებგვერდი, 25/04/2025
010220000.10.003.025014
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №123

2025 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 16 აპრილის №484-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის  „ნ“, „ო“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეული თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრზე პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე