„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 507-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 150000000.04.001.018128
507-IIმს-XIმპ
29/04/2025
ვებგვერდი, 01/05/2025
150000000.04.001.018128
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

„მუხლი 261

1. საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანების მიღებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები).

3. საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ექვემდებარებიან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

29 აპრილი 2025 წ.

N507-IIმს-XIმპ