საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ ჩამოყალიბების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ ჩამოყალიბების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 23/04/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016440
20
23/04/2025
ვებგვერდი, 24/04/2025
040030000.32.061.016440
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ ჩამოყალიბების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №20

2025 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ ჩამოყალიბების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ი“ პუნქტის, მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის  საფუძველზე:

1. შეიქმნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული  თეატრი „აზდაკის ბაღი“ (შემდგომში – თეატრი).

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაევალოს:

ა)  თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ)  თეატრის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.

4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი