დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 02/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 02/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.008.652 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.008.652
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №4
2006 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №119, მუხ. 1032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და აწარმოებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“.
3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროსა (გარდა ამ დანაყოფების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები