დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017562 |
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
|
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 28 მარტის №94 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ გასაცემი პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და აღწერილობა (დანართი №2); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ გასაცემი პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა და აღწერილობა (დანართი №3); დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი№4); ე) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №5); ვ) გაუქმებული სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №6). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1 |
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვისა და პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის ფორმების წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების პირობებსა და პროცედურებს.
2. სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოება, გამოყენება, აღრიცხვა-ანგარიშგება და მათი გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2 სააგენტოს მიერ გასაცემი მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის სანებართვო და წარმოების/რეალიზაციის სალიცენზიო მოწმობის ფორმები. მუხლი 3 1. სააგენტოს უფროსი განსაზღვრავს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს (შემდგომ − პასუხისმგებელი პირი), რომელიც იმავდროულად უზრუნველყოფს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის (შემდგომ − ჟურნალი) წარმოებას. 2. ამ წესით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები პასუხისმგებელ პირს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით. 3. ამ წესით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოდან მიღებული შეფუთული და დალუქული ფორმების შეკვრა გულდასმით მოწმდება და იხსნება პასუხისმგებელი პირის მიერ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლუქის მთლიანობის დარღვევის ან არამართლზომიერი ხელყოფის სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა შედგეს სათანადო აქტი. 5. შეფუთული და დალუქული ფორმების შეკვრის გახსნის შემდეგ მოწმდება შეკვრაში მოთავსებული ფორმების რაოდენობა, ნუმერაცია და მათი შესაბამისობა ზედდებულში მითითებულ რაოდენობასა და ნუმერაციასთან. თუ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუმერაცია დარღვეულია ან/და არასწორია, რაც, გამოიხატა მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ფორმების) ნაკლებობაში ან მეტობაში, ასევე, თუ შეკვრაში არის ერთი ან მეტი წუნდებული ან/და უხარისხოდ დამზადებული ფორმა, პასუხისმგებელი პირის მიერ დგება სათანადო აქტი. 6. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს პასუხისმგებელი პირი გასცემს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და მისი გაცემიდან არაუგვიანეს მეორე დღისა აღრიცხავს ჟურნალში. 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. მუხლი 4 1. ჟურნალის ფურცლები ინომრება და გვერდების ჯამური რაოდენობა იწერება ჟურნალის ყდის შიდა გვერდზე. ჟურნალი მოწმდება სააგენტოს უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით. 2. ყოველი სახეობის მკაცრი აღრიცხვის ფორმა აღირიცხება ცალ-ცალკე ჟურნალში. 3. ჟურნალში ჩანაწერის წაშლა ან/და მისი ჩასწორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება, ისე რომ ნათლად ჩანდეს წინარე ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში – „შენიშვნა“ პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. მუხლი 5 1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის საფუძველია: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომა; ბ) ფიზიკური დაზიანება; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევა. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ან/და დაკარგული მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერა ხორციელდება გამოსაყენებლად უვარგისი ან/და დაკარგული მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ ჩამოწერის აქტით (შემდგომ – ჩამოწერის აქტი). გამოსაყენებლად უვარგისი ან/და დაკარგული მკაცრი აღრიცხვის ფორმის სტამბური ნომერი მიეთითება ჩამოწერის აქტში. 3. ჩამოწერილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6 1. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის ან წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის მფლობელზე გაცემული სანებართვო/სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შესაბამისი სანებართვო/სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს და ახორციელებს მის რეგისტრაციას ჟურნალში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანებართვო/სალიცენზიო მოწმობის ფორმის დუბლიკატის გაცემისას ჟურნალში მიეთითება აღნიშვნა – „დუბლიკატი“. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ გაცემულ სანებართვო/სალიცენზიო მოწმობის ფორმის დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. მუხლი 7 1. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვა და წარმოების/რეალიზაციის ლიცენზია უქმდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. გაუქმებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვისა და წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტით. 3. გაუქმებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვისა და წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები