დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016759 |
13
25/04/2025
ვებგვერდი, 28/04/2025
010250020.35.122.016759
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
|
საქართველოს ორგანული კანონის, ,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის კ1) და კ2) ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ქალაქ წყალტუბოში მიზანშეწონილია განთავსდეს 1 (ერთი) ავტოსადგური. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა დანართის №1 შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის №9 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 31/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016755). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
|
1. სოფელი პატრიკეთი;
2. სოფელი ნამოხვანი; 3. სოფელი საყულია; 4. სოფელი საყულია (ახალი საყულია); 5. სოფელი დღნორისა; 6. სოფელი მაღლაკი (მიწაწითელი); 7. სოფელი გეგუთი (ვარციხჰესის დასახლება); 8. სოფელი ხომული; 9. სოფელი წყალტუბო (მე-2 უბანი); 10. სოფელი ფარცხანაყანები; 11. სოფელი გვიშტიბი; 12. სოფელი ცხუნკური; 13. სოფელი ყუმისთავი; 14. სოფელი ჩუნეში; 15. სოფელი ქვილიშორი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები