„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016756
10
25/04/2025
ვებგვერდი, 25/04/2025
010250050.35.122.016756
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 25 აპრილი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის მე-4 პუქნტის „ე“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული დანართი 1-ის შესაბამისად „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025  წლის 28 მარტის №8 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი  www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016754,  31/03/2025).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი



დანართი №1

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 


მუხლი 1. კვალიფიკაცია და გამოცდილება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში (უპირატესობა ენიჭება განათლებას განათლების მეცნიერების, მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის დარგში);

ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.


მუხლი 2. სამართლებრივი აქტების ცოდნა
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

ბ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.


მუხლი 3. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები

 

1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;

გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს;

დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;

ე) განათლების ძირითად თეორიებს;

ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;

ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს;

თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;

ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;

კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს;

ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს;

მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს;

ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს.

2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;

 გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;

დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;

ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;

ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;

ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება;

თ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;

ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა;

კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება.


მუხლი 4. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა 

 

საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის;

ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.

გ)  არ წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.


მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს  პირს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობს საჯარო დაწესებულების დირექტორად.