შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ

შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/04/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2025
სარეგისტრაციო კოდი
92
16/04/2025
ვებგვერდი, 23/04/2025
შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №92

2025 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებისა და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. საქართველოს ეროვნული ბანკი ეთანხმება შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 405191135) ლიკვიდატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში 2025 წლის 8 აპრილს შემოტანილ განცხადებას და თანხმობას აცხადებს, რომ ლიკვიდატორმა სასამართლოში შეიტანოს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ.

2. ეს განკარგულება გამოცემიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge).

3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტი                                                                                     ნათელა თურნავა