შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ

შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 3 25 00000804
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 08/04/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2025
სარეგისტრაციო კოდი
REG 3 25 00000804
08/04/2025
ვებგვერდი, 23/04/2025
შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება № REG 3 25 00000804

2025 წლის 8 აპრილი 

ქ. თბილისი

შპსმედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალიმინიჭების შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-9 მუხლის, მე-16 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, :

1. მიენიჭოს შპს „მედ 11“-ის ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40; ს/კ 400245533) სასწრაფო სამედიცინო დახმარების განხორციელების უფლება, საქმიანობაში – „არასპეციალიზებული დახმარება“.

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განხორციელების უფლების შესახებ პირველ პუნქტში მითითებული მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „მედ 11“-ის დირექტორის, ლევან ქობალიას განცხადება №305369, 19.03.2025წ.

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბრძანება №REG32400000779, 12.03.2024წ.;

ადგილზე შემოწმების აქტი: №ლ/ნ-2536-190, 28.03.2025წ.;

მოხსენებითი ბარათი: № REG125 00356060, 31.03.2025წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                პაპუნა ცაავა