საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 06/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 15/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.650
  • Word
486
30/05/2006
სსმ, 76, 06/06/2006
040.030.000.22.022.008.650
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.650

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №486

2006 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულებაში“ (სსმ III, 27.03.2006, №41, მუხ. 476) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი 0102, უზნაძის ქ. №68.“;

ბ) დებულების მე-3 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) აწარმოებს აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა რეესტრს და შესაბამის მონაცემებს წარუდგენს სამინისტროს.“;

გ) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. აკრედიტაციის საბჭო

1. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება აკრედიტაციის საბჭო.

2. აკრედიტაციის საბჭო განიხილავს აკრედიტაციის ექსპერტთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და საექსპერტო დასკვნას და სამსახურის დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აკრედიტაციის მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, აკრედიტაციის პირობით მინიჭებისა ან აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. ექსპერტთა დასკვნისა და აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში დირექტორი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.“.               

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია