დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 118 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო |
| მიღების თარიღი | 26/02/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1991 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170020000.00(0).000.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №118
1991 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის თხოვნა და გადაეცეს მას ბალანსიდან ბალანსზე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კუთვნილი თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის შენობათა კომპლექსი.
2. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ორი კვირის ვადაში გადაწყვიტოს თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის განლაგების შესაფერის სასწავლო კომპლექსში.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო
კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები