დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016790 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137) კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ოჯახს, რომელსაც სტიქიური მოვლენების შედეგად (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა სტიქიური მოვლენები) დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები;“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„VI თავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში (სამაჩაბლო, აფხაზეთი) დაღუპული მებრძოლის ოჯახის დახმარება.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. დახმარების სახე და ოდენობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში (სამაჩაბლო, აფხაზეთი) დაღუპული მებრძოლების ოჯახებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ ერთჯერადად – აღდგომის დღესასწაულზე (გარდამავალი თარიღი) – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახის სარიტუალო მომსახურება.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. დახმარების სახე და ოდენობა გარდაცვლილ, ომის ვეტერანთა ოჯახს სარიტუალო მომსახურებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება დაკრძალვის ხარჯების სახით გაეწევა ერთჯერადად – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები