დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016789 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2023, 010250050.35.137.016662), კერძოდ:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. განცხადების წარდგენის წესი მუნიციპალიტეტის მერიის აღრიცხვაზე მყოფი ამხანაგობა, რომელიც გამოთქვამს, წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებული პროგრამ(ებ)ით სარგებლობის სურვილს, განცხადებით მომართავს სამსახურს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: 1. თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; 2. პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; 3. ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერას, ბეჭედს (არსებობის შემთხვევაში), ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3-ის ხელმოწერებს.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის მიერ, განცხადების განხილვისას მხედველობაში მიიღება განცხადების შესაბამისობა წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებულ ხელშეწყობის პროგრამებთან.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია – არაუმეტეს 55 000 ლარისა;“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჩასატარებელი სამუშაოების სავარაუდო მოცულობა სცდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ღირებულებას და ამდენად მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია;“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების დაფინანსების/თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია განცხადების შემოტანამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები