“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.644
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
466
23/05/2006
სსმ, 73, 01/06/2006
040.030.000.22.022.008.644
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/06/2006 - 24/01/2007)

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.644

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №466

2006 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს ქვემოთ მოყვანილი სკოლები და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III№112, მუხლი 1233):

ა) რეორგანიზებულ იქნეს ხარაგაულის რაიონის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:

ა.ა) სოფ. გეთსამანიას საჯარო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ხუნევის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ა.ბ) სადგ. მარელისის №2 საჯარო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ლეღვანის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ა.გ) სოფ. ქვების საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს ვახანის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ა.დ) სოფ. თეთრაწყაროს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს ხარაგაულის №2 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ა.ე) სოფ. ვანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. საღანძილის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ა.ვ) სოფ. ფარცხნალის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს ხარაგაულის №3 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ა.ზ) ამ პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ხარაგაულის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 27-ე პუნქტად მითითებული სოფ. გეთსამანიას საჯარო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-17 პუნქტად მითითებული სადგ. მარელისის №2 საჯარო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 22–ე პუნქტად მითითებული სოფ. ქვების საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-7 პუნქტად მითითებული სოფ. თეთრაწყაროს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 25-ე პუნქტად მითითებული სოფ. ვანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-20 პუნქტად მითითებული სოფ. ფარცხნალის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე.

ბ) რეორგანიზებულ იქნეს დუშეთის რაიონის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:

ბ.ა) დუშეთის №3 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს დუშეთის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ბ.ბ) სოფ. პავლეურის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ანანურის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ბ.გ) სოფ. ლამოვანის და სოფ. შუახევის საჯარო სკოლები, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდნენ სოფ. მჭადიჯვრის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დუშეთის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-17 პუნქტად მითითებული დუშეთის №3 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, 33-ე პუნქტად მითითებული სოფ. პავლეურის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მე-19 და 23-ე პუნქტებად მითითებული სოფ. ლამოვანის და სოფ. შუახევის საჯარო სკოლები, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო საფეხურზე.

გ) რეორგანიზებულ იქნეს ლაგოდეხის რაიონის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:

გ.ა) სოფ. გურგენიანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ნინიგორის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.ბ) სოფ. სვობოდნოეს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ცოდნისკარის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.გ) სოფ. საქობოს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ვარდისუბნის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.დ) აფენის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე დაემატოს საშუალო საფეხური და მიენიჭოს 2 ნომერი;

გ.ე) სოფ. ბოლქვის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და სოფ. ფონას საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდნენ სოფ. არეშფერანის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.ვ) ამ პუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.გ“, „გ.დ“ და „გ.ე“ქვეპუნქტების შესაბამისად, ლაგოდეხის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 25-ე პუნქტად მითითებული სოფ. გურგენიანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 21-ე პუნქტად მითითებული სოფ. სვობოდნოეს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-2 პუნქტად მითითებული სოფ. საქობოს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, 28-ე და 26-ე პუნქტად მითითებული სოფ. ბოლქვის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და სოფ. ფონას საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

დ) რეორგანიზებულ იქნეს ზუგდიდის რაიონის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:

დ.ა) ქ. ზუგდიდის №12 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ქ. ზუგდიდის მ.კოსტავას სახელობის №2 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

დ.ბ) ქ. ზუგდიდის №7 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ქ. ზუგდიდის №4 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

დ.გ) სოფ. ხეცერის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. აბასთუმნის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

დ.დ) სოფ. ნარაზენის№1 და№2 სკოლები, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთნენ სოფ. ნარაზენის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

დ.ე) ამ პუნქტის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-14 პუნქტად მითითებული ქ. ზუგდიდის №12 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მე-9 პუნქტად მითითებული ქ. ზუგდიდის№7 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მე-17 პუნქტად მითითებული სოფ. ხეცერის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 46-ე და 47-ე პუნქტად მითითებული სოფ. ნარაზენის №1 და№2 სკოლები, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო საფეხურზე.

ე) რეორგანიზებულ იქნეს მცხეთის რაიონის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:

ე.ა) მცხეთის№3 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს მცხეთის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ე.ბ) მცხეთის №4 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს მცხეთის№2 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ე.გ) ამ პუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მცხეთის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-10 პუნქტად მითითებული მცხეთის №3 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-11 პუნქტად მითითებული მცხეთის №4 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე.

ვ) რეორგანიზებულ იქნეს სენაკის რაიონის №4 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და დაემატოს საშუალო საფეხური.

ზ) რეორგანიზებულ იქნეს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ნიგოეთის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს სოფ. ნიგოითის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. შესაბამისად, ლაჩხუთის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-12 პუნქტად მითითებული სოფ. ნიგოეთის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

თ) რეორგანიზებულ იქნეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის №135 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის №55 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. შესაბამისად, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-9 პუნქტად მითითებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის №135 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია