დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150/4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480010000.03.030.016820 |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), უჭერენ რა მხარს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას,
აღიარებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ხალხის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად შეცნობისათვის, აცნობიერებენ რა, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროებას ორივე სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და ხელმძღვანელობენ რა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: |
|
მუხლი 1 მხარეები კოორდინაციას გაუწევენ თავიანთ ძალისხმევას ორივე ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, მათი ტრადიციებისა და სოციალური ღირებულებების გათვალისწინებით. მუხლი 2 მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და გამოცდილებას შემდეგ სფეროებში:
მუხლი 3 მხარეები განიხილავენ ტურიზმის დარგის ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენელთათვის გაცნობითი ტურების ორგანიზების შესაძლებლობას. მუხლი 4 მხარეები გაცვლიან ინფორმაციას თავიანთ ქვეყნებში ტურიზმის სფეროში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ. მუხლი 5 მხარეები, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ხელს შეუწყობენ თავიანთი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობას ორივე ქვეყანაში გამართულ გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში. მუხლი 6 მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის დარგის ექსპერტებისა და მეცნიერების გაცვლას, ასევე იმ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტურიზმის სფეროში კვლევების განხორციელებაზე. მუხლი 7 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ თანამშრომლობას, მხარეები ახორციელებენ მათ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების და ნორმებისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დაცვით, რომლის მონაწილე მხარეებსაც წარმოადგენენ საქართველო და საუდის არაბეთის სამეფო. მუხლი 8 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებასთან და განმარტებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 9 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები, და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით რა წესითაც აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 10 1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პროცედურების დასრულების შემდეგ, დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ. 2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი დადებულია 5 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ერთწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება მეორე მხარისათვის ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. 3. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას უკვე ინიცირებული ან მიმდინარე ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაზე. ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერმა პირებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს. შესრულებულია თბილისში 1446 წლის 24/3 ჰიჯრით, რომელიც შეესაბამება 2024 წლის 27 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები