დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025009 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის, ტიპის, დანიშნულების ან ამავე რეგლამენტით განსაზღვრული სხვა მახასიათებლის/ მონაცემის დადგენის მიზნით, გარდა ამ რეგლამენტის მიზნებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ან/და მისი ტოლფასი სტანდარტების დადგენისა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი არაუმეტეს 2610 კგ სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო 5 სტანდარტი − იძულებითი აალებადი ძრავის, ხოლო ევრო 5ბ სტანდარტი − შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში (EC/715/2007 რეგულაცია); გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 83-ე რეგულაციის მე-6 ცვლილებით გათვალისწინებული სტანდარტები (ე. წ. ეკოლოგიურობის მე-5 კლასი); აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრა დაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) სტანდარტი; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის „პოსტ ახალი გრძელვადიანი სტანდარტი;“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისა და 2610 კგ-ზე მეტი სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო V (2005/55/EC დირექტივის I დანართის 6.2.1 პუნქტის ცხრილების B2 რიგები) სტანდარტი; გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 49-ე რეგულაციის მე-5 ცვლილების B2 რიგები (2008 წელი) გათვალისწინებული სტანდარტი; აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრა დაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) ან/და აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს 2001 წლის საბოლოო წესით („ახალი ავტომობილებიდან ჰაერის დაბინძურების კონტროლის შესახებ − მძიმე სატვირთო ავტომობილის ძრავისა და ავტომობილის სტანდარტები და საავტომობილო დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის კონტროლის მოთხოვნები“) დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; იაპონიის 2005 წლის „ახალი გრძელვადიანი სტანდარტებით“ დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი;“. 4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) M1 და M2 კატეგორიების კლასიკურ ავტომობილებზე;“. 5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.გ“ და „ი.დ“ ქვეპუნქტები: „ი.გ) საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანსპორტირება დაწყებულია 2025 წლის 1 იანვრამდე, რაც დგინდება შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი ზედნადების (საავტომობილო ტრანსპორტის შემთხვევაში − ავტომობილით საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ზედნადების (CMR)/გადამზიდავის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტის საშუალებით, რომლითაც დასტურდება ავტომობილის/ტვირთის გადასაზიდად მიღება/ჩატვირთვა 2025 წლის 1 იანვრამდე და შეიცავს ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერს ან/და ავტომობილის თაობაზე სხვა მონაცემს, რომლის მეშვეობით შესაძლებელი ხდება გადამზიდავის მიერ გადასაზიდად მიღებული/ ჩატვირთული ავტომობილის იდენტიფიკაცია და თუ ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2025 წლის 1 აპრილამდე; ი.დ) თავისი სვლით ტრანსპორტირება დაწყებულია 2025 წლის 1 იანვრამდე, რაც დადასტურებულად მიიჩნევა ავტომობილის შეძენის თაობაზე 2025 წლის 1 იანვრამდე შედგენილი/გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით/ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით)/სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით ან ამონაწერით სატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, რომელშიც ასახულია სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მესაკუთრის (შემძენის) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და თუ ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2025 წლის 1 აპრილამდე.“.
6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ ექსპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, რომლებიც არაა მითითებული ამავე რეგლამენტის დანართ 6-ში, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატი და ავტომობილის ტიპის დამტკიცების დოკუმენტი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი მოდელის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები. აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, სერტიფიკატის შემაჯამებელი ინფორმაცია, შესაბამის ავტომობილზე განთავსებული ავტომობილის გაფრქვევების შესახებ ეტიკეტის ფოტოასლი და საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის ეტიკეტის ფოტოასლი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).“. 7. მე-6 მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ რეგლამენტის მე-6 დანართით განსაზღვრული ქვეყნებიდან ექსპორტირებული ან მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყანაში წარმოებული ავტომობილის, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნული დანართის მოთხოვნებს, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ინდივიდუალური ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი მოდელის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები. ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში წარმოებული ავტომობილებისთვის, აღშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს მწარმოებლის მიერ ინდივიდუალურ ავტომობილზე გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი მოდელის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები. აშშ-ში ან აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, სერტიფიკატის შემაჯამებელი ინფორმაცია, შესაბამის ავტომობილზე განთავსებული ავტომობილის გაფრქვევების შესახებ ეტიკეტის ფოტოასლი და საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის ეტიკეტის ფოტოასლი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები