დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016439 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 22/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016338) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: 1. პოლიტიკის დეპარტამენტი: ა) ჯანმრთელობის საკითხთა სამმართველო; ბ) სოციალურ საკითხთა სამმართველო; გ) პროგრამების სამმართველო. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ბ) საქმისწარმოების სამსახური. 3. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი: ა) საფინანსო სამსახური; ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური. 4. შიდა აუდიტის სამსახური.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.მ“, „ა.ნ“ და „ა.ო“ ქვეპუნქტები: „ა.მ) მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ამოცანების, რეალიზაციის ხელშეწყობა, გარე კაპიტალის მოზიდვა, მართვის ეფექტურობის ამაღლების უზრუნველყოფა; ა.ნ) მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ხელშეწყობა და მართვის უზრუნველყოფა; ა.ო) მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ბიზნესგეგმების შესრულების, ფაქტობრივად მიღებული მოგების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფა.“. 3. მე-9 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სამინისტროს კოორდინაცია და მართვა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა: ა) საფინანსო მიმართულებით: ა.ა) სამინისტროს სისტემის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ა.ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისთვის/უზრუნველყოფისათვის სამინისტროს პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის მონიტორინგი და ანალიზი; ა.გ) ფინანსური რეგულაციების სწორად და სრულად დანერგვის უზრუნველყოფა; ა.დ) საბუღალტრო აღრიცხვის სათანადო ორგანიზაციის უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ბალანსების შედგენა/ ანგარიშგება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ა.ე) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; ა.ვ) საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და შესაბამისი ხარჯთანუსხის შედგენა. ბ) შესყიდვების მიმართულებით: ბ.ა) შესყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა; ბ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტების მომზადება და დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა; ბ.დ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ.ე) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დასაწყობების ორგანიზება; ბ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი; ბ.ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“. 5. 101 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები