დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.025003 |
|
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ) პიკეტი – საავტომობილო გზის ან მაგისტრალური გაზსადენის 100-მეტრიანი მონაკვეთი;“. 2. XIX² თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი XIX² საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების, მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების წესი“. 3. 672 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 672. საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების, მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების წესი 1. დამკვეთი უფლებამოსილია, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმართოს სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების, მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებისათვის, რაც გულისხმობს განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სააგენტოს მიერ შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტთან შესაბამისობის დადასტურებას.“. 4. 672 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში: ბ.ა) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით შედგენილი მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტი. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება სავალდებულო არ არის; ბ.ბ) წარდგენილ ნაწილ(ებ)ში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში წარდგენილ უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ; ბ.გ) საექსპერტო დასკვნა მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და განხორციელებული ღონისძიებების მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობისა და შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის (ფუნქციონირების) მზადყოფნის შესახებ; ბ.დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.“. |
| მუხლი 2 |
იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა ან/და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1-1/842 ბრძანების საფუძველზე გაცემული მშენებლობის თაობაზე შეთანხმება, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გავრცელდება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების 672 მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები