დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170310.22.033.017916 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №50 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/02/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017556) დამტკიცებული „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის (მათ შორის, საქართველოს მოქალაქის, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა) შესახებ მონაცემების შეტანა.“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით;“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადი შემოსავლების სამსახურში შეიძლება წარდგენილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის მსურველი პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადება წარდგენილია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით), რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით (დოკუმენტი უნდა შეიცავდეს უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით პირის დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ მითითებას).“; დ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირადი ნომერი, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა - ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში (მათ შორის, პასპორტში) მითითებული პირის პირადი/მაიდენტიფიცირებელი ნომერი.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე განცხადება, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით, წარედგინება შემოსავლების სამსახურს.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირად ნომერს, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა - ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში (მათ შორის, პასპორტში) მითითებულ პირის პირად/მაიდენტიფიცირებელ ნომერს;“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განცხადების წარდგენის თარიღს;“; ბ.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ხელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადება წარდგენილია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის გამოყენებით.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) განცხადების წარმდგენი პირის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა - ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, პასპორტის) ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადება წარდგენილია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის გამოყენებით; ბ) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - თუ განცხადება წარდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შემოსავლების სამსახური ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ახორციელებს განცხადების წარმდგენი პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანას.“; ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. პირის მიერ განცხადების შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით წარდგენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, 1 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს განცხადების წარმდგენი პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები