ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/04/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016526
6
15/04/2025
ვებგვერდი, 17/04/2025
010250050.35.121.016526
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2025 წლის 15 აპრილი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის N 428-IIმს-XIმპ, მიღების თარიღი: 02/04/2025, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/04/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.102559) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს №25 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 08.08.2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016253).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 ნოემბრის №21 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 11.11.2022 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016464).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი