მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ

მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 787
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი 21/12/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 12, 31/12/1990
სარეგისტრაციო კოდი 280020000.00(0).000.000121
787
21/12/1990
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 12, 31/12/1990
280020000.00(0).000.000121
მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №787

1990 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ

„მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 2 აგვისტოს № 387 დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. გაგრძელდეს ლაკბეს წყალსაცავის მშენებლობა დამტკიცებული პროექტის მიხედვით, კაშხლის 62 მეტრი სიმაღლით.

2. კაშხლის მშენებლობის შემდგომი ეტაპის განხორციელება შეიზღუდოს 81 მეტრ სიმაღლემდე, ნაცვლად ადრე შემოთავაზებული 92 მეტრისა.

3. დაევალოთ:

- საქართველოს რესპიბლიკის სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტს  1991 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შიდა კახეთის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო ათვისების კონცეფციის დაზუსტება საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გათვალისწინებით;

- საქართველოს რესპუბლიკის ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტმა - 1991 წლის 1 ივნისამდე საქსახაგრომრეწვის დაკვეთით, ილტოს წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით შეგროვილი ექსპერტიზის მასალებისა და აღნიშნული კონცეფციის საფუძცელზე უზრუნველყოს ილტოს წუალსაცავის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა;

- საპროექტო ინსტიტუტმა „საქსახწყალპროექტმა“ გაითვალისწინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის წინადადებანი მუშა პროექტის დონეზე.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს

საქმეთა მმართველობის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე