“ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 3/152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 30/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.22.028.008.638
  • Word
3/152
24/05/2006
სსმ, 72, 30/05/2006
040.050.000.22.028.008.638
“ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.22.028.008.638

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/152

 2006 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

ბავშვთა და ახალგაზრდობის  განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის  15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №49ა.“;

ბ) დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ფონდის მიზნები და ამოცანებია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან არსებული სათათბიროს გადაწყვეტილებით, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში გატარებულ ორგანიზაციათა პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

გ) დებულების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13. დირექტორი:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;

ბ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ფონდის სახელით, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

დ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის საქმიანობას.“;

დ) დებულების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

14. ფონდის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს ფონდის დირექტორი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

ე) დებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16. ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.

2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი