დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 488-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110020.05.001.102586 |
|
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010110020.05.001.017881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოს სათანადო შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, შესაბამისი მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“. 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო.“. 3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის თაობაზე საბჭოს წინადადების საფუძველზე მიმართავს საქართველოს მთავრობას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
|
თბილისი, 16 აპრილი 2025 წ. N488-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები