დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 487-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280080020.05.001.102589 |
|
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 280080020.05.001.020008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამის სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისადმი გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების სავალდებულო მექანიზმების შემუშავებაში.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი: „მუხლი 301. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების იმპლემენტაციას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
|
თბილისი, 16 აპრილი 2025 წ. N487-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები