თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ

თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 738
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 10/12/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1990
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000117
738
10/12/1990
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1990
000000250.02(0).000.000117
თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს

 

დადგენილება №738

 

1990 წლის 10 დეკემბერი

 

ქ. თბილისი

 

თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს თელავის რაიაღმასკომის 1990 წლის 25 იანვრის №25 და 3 აგვისტოს № 764 გადაწყვეტილებანი და დაუბრუნდეს წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობათა 104 ჰექტარი ფართობი, აქედან:

– ალაზნის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 48 ჰექტარი სახნავი;

–  თელავის № 127 სოფლის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის (ყოფილი თელავის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ტექნიკუმი) მიწებიდან - 56 ჰექტარი, აქედან: სახნავი – 45 ჰექტარი, ბაღი – 1 ჰექტარი, ვენახი – 8 ჰექტარი, სოფლის მეურნეობისათვის გამოუყენებელი მიწები - 2 ჰექტარი.

2. წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დირექციამ აუნაზღაუროს თელავის № 127 სოფლის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელს იმ მრავალწლიანი ნარგავების გაშენებისა და შენობა-ნაგებობათა ღირებულება, რომლებიც არაცენტრალიზებული კაპიტალური დაბანდებითაა შესრულებული.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე   ა. პაიჭაძე