დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 04/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.10.003.001.124 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №179
2008 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №176, მუხლი 2391) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაში საქონლის გატანის დროს (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (ყურძნისეულ ნედლეულზე დამზადებულ ალკოჰოლიან სასმელებზე).
9. საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ყურძნისეულ ნედლეულზე დამზადებულ ალკოჰოლიან სასმელებზე) მიერ ,,საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესის შესახებ“ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები