ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016042
9
04/04/2025
ვებგვერდი, 10/04/2025
000000000.00.105.016042
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №9

2025 წლის 4 აპრილი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის 7 მარტის №01/446 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდება განისაზღვროს შემდეგნაირად (ორთოფოტო თან ერთვის):

1.1. I ქუჩას ეწოდოს – სოხუმის სახელი;

1.2. II ქუჩას ეწოდოს – სპირიდონ ნორაკიძის სახელი;

1.3. III ქუჩას ეწოდოს – დიმიტრი ყიფიანის სახელი;

1.4. IV ქუჩა ეწოდოს – აკაკი ხოშტარიას სახელი;

1.5. VI ქუჩას ეწოდოს – ლევან II დადიანის სახელი;

1.6. VII ქუჩას ეწოდოს – ზვიად გამსახურდიას სახელი;

1.7. VIII ქუჩას ეწოდოს – იაკობ გოგებაშვილის სახელი;

1.8. IX ქუჩას ეწოდოს – აკაკი წერეთლის სახელი;

1.9. X ქუჩას ეწოდოს – გიორგი ჭყონდიდელის სახელი;

1.10. XII ქუჩას ეწოდოს – ზაურ თოდუას სახელი;

1.11. XIII ქუჩას ეწოდოს – დუტუ მეგრელის სახელი;

1.12. XIV ქუჩას ეწოდოს – ვაჟა-ფშაველას სახელი;

1.13. XV ქუჩას ეწოდოს – წმინდა ნიკოლოზის სახელი;

1.14. XVII ქუჩას ეწოდოს – გალაკტიონ ტაბიძის სახელი;

1.15. XVIII ქუჩას ეწოდოს – ილია ჭავძავაძის სახელი;

1.16. XX ქუჩას ეწოდოს – ჟიული შარტავას სახელი;

1.17. XXI ქუჩას ეწოდოს – 9 აპრილის სახელი;

1.18. XXII ქუჩას ეწოდოს – აფხაზეთის სახელი;

1.19. XXIII ქუჩას ეწოდოს – მერაბ კოსტავას სახელი;

1.20. XXIV ქუჩას ეწოდოს – ეგრისის სახელი;

1.21. XXVქუჩას ეწოდოს – ინოლა გურგულიას სახელი;

1.22. XXVI ქუჩას ეწოდოს – თამარ მეფის სახელი;

1.33. XXVII ქუჩას ეწოდოს – სლავა მეტრეველის სახელი;

1.24. XXVIII ქუჩას ეწოდოს – ილია ვეკუას სახელი.

2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  მალხაზ თორია