დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017347 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №107 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/11/2023; სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017146) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროული შესრულება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;“; 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის წინაშე და უზრუნველყოფს: ზ.ა) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას; ზ.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულებას; ზ.გ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას; ზ.დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას; ზ.ე) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში; ზ.ვ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას; ზ.ზ) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოებას; ზ.თ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობასა და შესაბამისი გათვლების წარმოებას; ზ.ი) სარდლობის შესაბამის ფულად უზრუნველყოფასა და სალარო ოპერაციების წარმოებას; ზ.კ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადებისა და დადგენილ ვადებში სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში წარდგენას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 12 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები