დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.017339 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელება;“; ბ.ბ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადების და დადგენილ ვადებში სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში წარდგენის უზრუნველყოფა; ჟ) ამ პუნქტის „ვ“ – „პ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი ანგარიშვალდებულია სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის წინაშე.“. 2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელება;“; ბ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადებას და დადგენილ ვადებში სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში წარდგენა; ლ) სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 12 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები