სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას I ქუჩის III შესახვევისთვის წმინდა ალექსი შუშანიას სახელის მინიჭების თაობაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას I ქუჩის III შესახვევისთვის წმინდა ალექსი შუშანიას სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-41. 41250873
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016030
გ-41. 41250873
28/03/2025
ვებგვერდი, 08/04/2025
000000000.00.108.016030
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას I ქუჩის III შესახვევისთვის წმინდა ალექსი შუშანიას სახელის მინიჭების თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-41.41250873

2025 წლის 28 მარტი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელასI ქუჩის III შესახვევისთვის წმინდა ალექსი შუშანიას სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 პუქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თვმჯდომარის მოადგილის შაქრო კოკაიას 2025 წლის 23 იანვრის №19/41250231-41 მომართვისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 26 თებერვლის №45 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას I ქუჩის III შესახვევს ეწოდოს ,,წმინდა ალექსი შუშანიას“ სახელი. (ორთოფოტო თან ერთვის)

2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება, და გავრცელება ).

3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ– სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება, ,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:  საბა ოდიშარია