„რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 90/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 300050000.18.011.016919
90/04
08/04/2025
ვებგვერდი, 08/04/2025
300050000.18.011.016919
„რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №90/04

2025 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 18.09.2018; ს/კ:300050000.18.011.016336) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) თუ ფასიან ქაღალდებზე უფლებების გადაცემის საფუძველია რეორგანიზაციით გამოწვეული უფლებამონაცვლეობა, რეგისტრატორს უნდა წარედგინოს რეორგანიზაციის დასრულების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა