აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31-IIს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 07/04/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2025
სარეგისტრაციო კოდი
31-IIს
07/04/2025
ვებგვერდი, 08/04/2025
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – სულხან თამაზაშვილი               

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი – მაია ხაჯიშვილი

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი  –  ელისო ბოლქვაძე

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი  – ზაზა შავაძე

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ჯაბა ფუტკარაძე

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  – ნინო ნიჟარაძე

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი

საბჭოს თავმჯდომარე    დავით გაბაიძე

ბათუმი,

2025 წლის 7 აპრილი

№31-IIს