დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | № 1-1/121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016903 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის № 1-1/249 ბრძანებაში (matsne.gov.ge, 09/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016746) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. სააგენტოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. სააგენტო უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, სივრცის დაგეგმარებასა და ქალაქთმშენებლობით დაგეგმვასთან დაკავშირებული დარგობრივი გეგმების, მიმდინარე ან/და დაგეგმილ პროექტებთან (მათ შორის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები) დაკავშირებული ინფორმაციის, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან/მშენებლობის შეტყობინებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების ან/და ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი; ე) სქესი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; თ) ფოტოსურათი; ი) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; კ) განათლების შესახებ ინფორმაცია. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები