„სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 11 მაისის №05/10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 11 მაისის №05/10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/05
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 07/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016073
05/05
07/04/2025
ვებგვერდი, 07/04/2025
040030000.22.088.016073
„სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 11 მაისის №05/10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/05

2025 წლის 7 აპრილი

ქ.თბილისი

 

„სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 11 მაისის №05/10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 11 მაისის №05/10 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016036) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების პრინციპის განუხრელად დაცვით, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი და დაადგინოს მათი ღირებულება;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანსამბლს ხელმძღვანელობს დირექტორი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ანსამბლის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ  მინისტრი).“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამხატვრო ხელმძღვანელს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ანსამბლის დირექტორი.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანსამბლის დირექტორი:

ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;

ბ) პასუხისმგებელია ანსამბლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

დ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ე) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურასა და შინაგანაწესს;

ვ) საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსი“ შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;

ზ) საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ  სამინისტრო) თანხმობით, ამტკიცებს ანსამბლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

თ) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;

ი) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას;

კ) დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;

ლ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

მ) უფლებამოსილია მოახდინოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული ფუნქციების დელეგირება, რაც მას არ ათავისუფლებს ანსამბლის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) ხელს უწყობს ანსამბლის დირექტორის საქმიანობას შემოქმედებითი მიმართულებით;

ბ) მონაწილეობს ანსამბლის რეპერტუარის შედგენასა და სარეპერტუარო პოლიტიკის განსაზღვრაში;

გ) ანსამბლის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს/რეკომენდაციებს ანსამბლის მაღალმხატვრული შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფის მიზნით;

დ) ანსამბლის დირექტორთან შეთანხმებით ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.“;

ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ანსამბლის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული პირი.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანსამბლის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ანსამბლის დირექტორი.

3. ანსამბლის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს ანსამბლის დირექტორი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე