„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017338
51
28/04/2025
ვებგვერდი, 29/04/2025
120340000.22.026.017338
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №51

2025 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებით (ვებგვერდი, 09/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016266) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „გ“ და „გ​1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირებისათვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების მიღება, შესაბამისი გათვლების წარმოება და სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტისთვის სათანადო წინადადებების წარდგენა;

გ​1) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელება;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადების უზრუნველყოფა და დადგენილ ვადებში სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში წარდგენა;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის წინაშე.“. 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 12 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი