კერძო ვეტერინარულ სპეციალობათა და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი ვეტერინარული სასწავლებლების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

  • Word
კერძო ვეტერინარულ სპეციალობათა და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი ვეტერინარული სასწავლებლების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 30/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.628
  • Word
2-82
22/05/2006
სსმ, 72, 30/05/2006
340.010.000.22.032.008.628
კერძო ვეტერინარულ სპეციალობათა და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი ვეტერინარული სასწავლებლების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.628

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-82

2006 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

კერძო ვეტერინარულ სპეციალობათა და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი ვეტერინარული სასწავლებლების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და 49-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს კერძო ვეტერინარულ სპეციალობათა და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი ვეტერინარული სასწავლებლების ნუსხა №1 და №2 დანართების შესაბამისად.

2. ვეტერინარ ექიმთა პროფესიული მომზადება და მათი სახელმწიფო სერტიფიცირება განხორციელდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №2-175 ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო კურსების პროგრამების შესაბამისად.

3. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შალვა ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთავე.

5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

მ. სვიმონიშვილი

დანართი 1

ვეტერინარულ სპეციალობათა ნუსხა:

 

1.

ვეტერინარულ სამკურნალო-პროფილაქტიკური საქმიანობა;

2.

ვეტერინარულ-ფარმაცევტული საქმიანობა;

3.

ვეტერინარულ-სანიტარიული (ექსპერტიზა) საქმიანობა.

4.

ვეტერინარული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

დანართი 2

სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი ვეტერინარული

სასწავლებლები

საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი