დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი მიმდებარე შესახვევებისათვის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.143.016018 |
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი მიმდებარე შესახვევებისათვის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა აღნიშნულ დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი მიმდებარე შესახვევებისათვის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე.
,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (მდებარეს: დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში, იწყება: I - X 381261; Y 4652070 კოორდინატზე და მთავრდება II- X - 380843, Y - 4651843, მთავარი ქუჩის სიგრძე შეადგენს 480 მეტრს, I შესახვევის 350 მეტრს, II შესახვევის 210 მეტრს, ხოლო III შესახვევის 230 მეტრს, მთავარ ქუჩას აღმოსავლეთით ესაზღვრება 9 აპრილის ქუჩა, დანარჩენ მხარეს – მოსახლეობა) ეწოდოს „რევაზ თაბუკაშვილის“ ქუჩა, ხოლო შესახვევებს: I შესახვევს (იწყება III-X 381185; Y 46522020 კოორდინატზე და მთავრდება IV - X 381270; Y 4651840; V-X 381160; Y- 4651733;) ეწოდოს რევაზ თაბუკაშვილის I შესახვევი. II შესახვევს (იწყება VI - X 381079; Y 4651966 კოორდინატზე და მთავრდება VII - X 380977; Y 4652161) ეწოდოს რევაზ თაბუკაშვილის II შესახვევი. III შესახვევს (იწყება VIII - X380935; Y 4651883; კოორდინატზე და მთავრდება IX - X 380888; Y 4652102) ეწოდოს რევაზ თაბუკაშვილის III შესახვევი. 2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის. ხაშური, კოსტავას ქ. №15). საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები