ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016756
13
04/04/2025
ვებგვერდი, 08/04/2025
010250050.35.105.016756
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2025 წლის 4 აპრილი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილების (www.matsne.gov.ge,  23/01/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016724) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი: 06 02 07)

შობა-ახალი წლისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის: დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანი ოჯახების, 100  წელს გადაცილებული პირების, მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების, ასევე განსაკუთრებით შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერის მიზნით პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტების გადაცემა. შშმ პირთა და ხანდაზმულთა უფლებების  დაცვის  დღეებისა (4 ივნისი, 3 დეკემბერი, პირველი ოქტომბერი) და სხვა აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმალხაზ თორია