დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 470 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 70, 25/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.008.626 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.008.626
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №470
2006 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის“ საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7; ქ. თბილისი, იუმაშევის №14; ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30; რუსთავი – ,,წითელი ხიდის“ ავტომაგისტრალის 56-ე კილომეტრი; ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისა); ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურული საბაჟო საწყობის მფლობელი იმპორტიორის საქონლის საბაჟო გაფორმებას); ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1; მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა; ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი; აგრეთვე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი (ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა) – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №823 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 გვისტოს №876 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები