“გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უმიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

  • Word
“გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უმიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 25/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.008.624
  • Word
382
17/05/2006
სსმ, 70, 25/05/2006
360.160.000.22.023.008.624
“გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უმიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.008.624

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №382

2006 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებით (სსმ III, 12.12.2005 წ., №144, მუხ.1603) დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში

1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას) წარმოადგენს:

ა) მუქი ლურჯი კეპი;

ბ) მუქი ლურჯი კომბინირებული ქურთუკი/მოსახსნელი დასათბუნებლით;

გ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;

დ) ნაცრისფერი პერანგი (ზაფხულის და ზამთრის);

ე) მუქი ლურჯი შარვალი.

2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასონიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია” აბრევიატურა), ხოლო წინა მხარეს სიტყვები ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის სახელოს, ასევე კეპს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი, და „ელვა“ როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

 

 

 

 

 

 

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი