„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1069
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 03/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2025
ძალაში შესვლის თარიღი 06/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.017554
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1069
03/04/2025
ვებგვერდი, 03/04/2025
010130000.22.027.017554
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/04/2025 - 30/05/2025)

„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1069

2025 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში (სსმ III, 05.10.2009, №120, მუხ. 1388) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის  ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმა (დანართი №4);“;

ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანებით დამტკიცებული:

ა) №1–№3 დანართები ამოღებულ იქნეს;

ბ) №4 დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმა“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტი“;

ბ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის (შემდგომ – პასპორტი) ბლანკი უნდა შედგებოდეს ელექტრონული ყდის, 2 შიდა ყდისა და 32 შიდა (ვიზის) გვერდისაგან (მონაცემთა გვერდის ჩათვლით). ბლანკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 9303 და ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 13 დეკემბრის რეგულაციას (EC) No2252/2004 „წევრი ქვეყნების მიერ გაცემული ელექტრონული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა მახასიათებლებისა და ბიომეტრიული მონაცემების სტანდარტების შესახებ“.“;

ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პასპორტის გაცემის შემთხვევაში პასპორტის პერსონალიზაციის დროს მეოთხე გვერდზე დაიტანება მფლობელის სტატუსის შესახებ მონაცემები სპეციალური დამცავი ნიშნების გამოყენებით შესრულებული, ამავე დანართით დამტკიცებული დასაკრავი ქაღალდის (შემდგომ – სტიკერი) სახით, რომელიც პასპორტის განუყოფელი ნაწილია. სტიკერის მდებარეობა უნდა იყოს პასპორტის მეორე გვერდის ანალოგიური მიმართულებით, ისე, რომ ტექსტი იკითხებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ.“;

გ) №5 დანართი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 4 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიანრი ოხანაშვილი