დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 414-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016120 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 206-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საკონკურსო კომისიას ქმნის არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო სექტორის, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“. 2. 207-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, აგრეთვე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული თითოეული წარმდგენი სუბიექტი უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტის წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) ნუსხა და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.“. 3. 2071 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, აგრეთვე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული თითოეული წარმდგენი სუბიექტი უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად პარლამენტის წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება.“. 4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი 1. პარლამენტი ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩიოს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტს თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მხოლოდ 1 კანდიდატი წარუდგინოს. 2. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტის წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება. 3. კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) ნუსხა და კანდიდატის წერილობითი თანხმობა. 4. კანდიდატები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის: ა) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა; ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 5. კანდიდატების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. 6. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კომიტეტმა პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთების განხილვა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა უნდა დაასრულოს კანდიდატების წარდგენის ვადის გასვლიდან: ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული განხილვის/მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს იმ კანდიდატების შესახებ, რომლებსაც კომიტეტი უწევს რეკომენდაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე განსაწესებლად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დასკვნას და იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის წარდგენის შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა შესახებ მონაცემებს. 9. პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცედურა საჭიროების შემთხვევაში 3 ტურად იმართება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით. 10. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებმაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები მიიღეს. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელმაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები მიიღო. 11. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. მათი რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო. 12. თუ კენჭისყრის მეორე ტურში კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, გაიმართება კენჭისყრის მესამე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით. 13. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, კანდიდატთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში უნდა განიხილოს, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.“. 5. 209-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისგან შემდგარი საკონკურსო კომისია. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უფრაქციო პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების (აკადემიური წრეების) წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები.“. 6. 2111 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 7 და არაუმეტეს 9 წევრისგან, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიაში ჰყავდეს 1 წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება იმავდროულად არ იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების ჩატარების პერიოდს დაემთხვა, პარლამენტის თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მის წევრთა ხმების უმრავლესობით.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის (წევრების) არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ კანდიდატს) ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ დარჩენილ კანდიდატს) ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) ისევ არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. თუ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად არ დანიშნა ცესკოს წევრი (წევრები), არაუგვიანეს 1 კვირისა ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის (წევრების) თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალი კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 2 აპრილი 2025 წ. N414-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები