,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ლიკვიდაციისა და ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 06/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.10.003.001.106
  • Word
161
30/07/2008
სსმ, 112, 06/08/2008
010.240.020.10.003.001.106
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ლიკვიდაციისა და ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს –   ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ლიკვიდაციისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის  №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 2004 წ., №99, მუხლი 849) მე-7 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

21. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო.“.

4. დადგენილება, გარდა პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. დადგენილების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთ თვეში.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე