დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს N169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018654 |
|
„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017792) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის“ (დანართი №1): ა) მე-2 მუხლის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს, სულ მცირე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სახელოვნებო ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; გ) მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროგრამა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსით დასაქმებულმა პირმა უნდა გაიაროს მუშაობის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში, მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით;“; ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი ან/და სახელოვნებო ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში);“; გ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. პირი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 612 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად და მონაწილეობა მიიღოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ მასწავლებლობის მაძიებლობის კონკურსში, რომელშიც ის ასწავლის. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის მაძიებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნა.“. 2. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული „მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის“ (დანართი №2) მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი (დანართი) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დაწესებულების ემბლემა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები