„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22/2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016794
22/2025
03/04/2025
ვებგვერდი, 04/04/2025
010210010.15.008.016794
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №22/2025

2025 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661):

1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. კენჭისყრის ჩატარებისას, გარდა საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ დაუშვებელია:

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;

ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;

გ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.”.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ საარჩევნო უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამავდროულად, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 800-ს აღემატება და აღნიშნული უბნის საზღვრები აერთიანებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნილი ორი ან მეტი საარჩევნო უბნის საზღვრებს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი გადასატანი საარჩევნო ყუთი.”.

3. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:

„15. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განხორციელების წესი

1. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და ამავდროულად, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2700-ს აღემატება, შეიძლება:

ა) კენჭისყრის მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს დამატებით დაავალოს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულება;

ბ) კენჭისყრის მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს არანაკლებ 5 ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი;

გ) დამატებით გამოყენებულ იქნეს მე-3 ძირითადი საარჩევნო ყუთი მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატით.

2. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და ბოლოს ჩატარებულ საერთო არჩევნებში საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატებოდა 1200 ამომრჩეველს, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოყენებულ იქნეს მე-3 ძირითადი საარჩევნო ყუთი მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატით.

3. საარჩევნო ბიულეტენი იყოფა სამ სვეტად და საარჩევნო ბიულეტენის:

ა) პირველ სვეტში შეიტანება: პარტიების სახელწოდებები დადგენილი რიგითობის შესაბამისად;

ბ) მეორე სვეტში შეიტანება: არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატების რიგითი ნომერი, სახელი, გვარი და წარმდგენი პარტიის სახელწოდება, ხოლო ამომრჩეველთა საინიციტივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი”;

გ) მესამე სვეტში შეიტანება: ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომერი, სახელი, გვარი და წარმდგენი პარტიის სახელწოდება, ხოლო ამომრჩეველთა საინიციტივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი”.

4. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველისთვის, რომელიც ვერ მონაწილეობს ყველა სახის არჩევნებში, გამოიყენება განსხვავებული სახის სპეციალური ჩარჩო-კონვერტი.

5. თუ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილია ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პროპორციული წესით ჩასატარებელ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პროპორციული წესით ჩასატარებელ და მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში კეთდება აღნიშვნა „პროპ” ან „პროპ/მერი”;

ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს, რომ მან უნდა გააფერადოს ან/და მონიშნოს მხოლოდ შესაბამის სვეტში/სვეტებში არსებული ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე (წრის შიდა სივრცე). ამომრჩეველთა თითოეული რეგისტრატორი აღრიცხავს ამ პუნქტით განსაზღვრულ ამომრჩეველთა ჯამურ რაოდენობას, რაც საბოლოოდ შეიტანება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში;

გ) საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ზედამხედველი ვალდებულია, მოსთხოვოს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ამომრჩეველს, უჩვენოს შესაბამისი სვეტი/სვეტები ისე, რომ არ დაირღვეს ხმის მიცემის ფარულობა. თუ შესაბამისი სვეტი/სვეტები აღმოჩნდა გაფერადებული/მონიშნული, საარჩევნო ბიულეტენი ჩაითვლება გაფუჭებულად და ამომრჩეველს გადაეცემა ახალი საარჩევნო ბიულეტენი.

6. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) მთვლელები:

ა.ა) პირველად ითვლიან პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგებს;

ა.ბ) მეორედ ითვლიან მერის არჩევნების შედეგებს;

ა.გ) მესამედ ითვლიან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგებს.

ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თითოეული სახის არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ დაუყოვნებლივ დგება აქტი, რომელშიც შეიტანება თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმებისა და ბათილი ხმების რაოდენობა. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები.

7. ნამდვილია დადგენილი ნიმუშის მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი (ხმა), რომლის შესაბამის სვეტში გაფერადებულია ან/და მონიშნულია მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე (წრის შიდა სივრცე).

8. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი (ხმა) შესაბამისი სახის არჩევნებისთვის მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) შესაბამის სვეტში გაფერადებულია ან/და მონიშნულია ერთზე მეტი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე (წრის შიდა სივრცე);

ბ) შესაბამის სვეტში არ არის გაფერადებული ან/და მონიშნული არცერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე (წრის შიდა სივრვე).

9. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებისთვის/მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო და ბათილი ბიულეტენების რაოდენობაში არ გაითვალისწინება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა სპეციალური სიით მიიღეს და არ აქვთ შესაბამის არჩევნებში მონაწილეობის უფლება.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი