„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/04/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016545
11
01/04/2025
ვებგვერდი, 03/04/2025
010250050.35.164.016545
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2025 წლის 1 აპრილი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:      

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №30 დადგენილებაში „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2025) სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016533), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბანკო რეკვიზიტები იურიდიული პირის,  ვისგანაც უნდა შეიძინონ სათბობი შეშა,  ჩარიცხონ  ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის საფასური.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. რეინტეგრირებული ბავშვიანი ოჯახების (მინდობით აღზრდიდან დაბრუნებული ბავშვის ოჯახი) ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 ლარით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა იურიდიული და ფაქტობრივი საცხოვრებელია ყვარლის მუნიციპალიტეტი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000, დასაფინანსებელი საყოველთაო დაზღვევის მიღმა დარჩენილი თანხა განისაზღვროს: 300 ლარამდე სამედიცინო ღირებულების შემთხვევაში – 100%-ით; 500 ლარამდე – 60%-ით; 500 ლარიდან – 1000 ლარამდე – 50%-ით; ათასიდან ზევით – 30%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა.“;

4. ამოღებული იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ონკოლოგიური (ავთვისებიანი  სიმსივნეების)  დაავადების მქონე  პაციენტების დაფინანსება

ა) ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების სამედიცინო   მომსახურების (სტაციონარული        მკურნალობა, კვლევა, მედიკამენტები, ერთჯერადი ფინანსური დახმარება)  თანადაფინანსება  მოხდება წლიური  2000 ლარის ლიმიტის  ფარგლებში. ბენეფიციარის მიერ   წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის ან განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვა (კერძო სადაზღვევო კომპანიის) დაფინანსების შესახებ;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ  ონკოლოგიური პაციენტს სამედიცინო დახმარება სჭირდება სხვა ქვეყანაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ  ონკოლოგიური პაციენტისთვის გამოყოფილი თანხა წლიური 2000 ლარის ლიმიტის ფარგლებში ჩაერიცხება პირად ანგარიშზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ:

ა) განცხადება;

ბ) ფორმა N100;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი სხვა ქვეყნის კლინიკიდან, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოქალაქეთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება:

ქრონიკული (სახელმწიფო დაფინანსების მიღმა დარჩენილი) მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება  160 000 ქულას, მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით წელიწადში.

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) ფორმა N100;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი.

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესახებ.“

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების  დაფინანსება თვეში 200 (ტრანსპორტირების, მედიკამენტების) ლარის ოდენობით: საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. სოფელ გრძელიჭალაში 18 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახების დახმარება განისაზღვროს ყოველთვიური 100 ლარის ოდენობით.

2. მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება აუცილებელი და გადაუდებელი დახმარება და არ განეკუთნება  პროგრამაში გათვალისწინებულ კატეგორიებს, დახმარება გაეწევა მერის წარმომადგენლის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის რეკომენდაციის საფუძველზე, მინიმალური სოციალური პაკეტის გამანაწილებელი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი