აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.110.016006
21
31/03/2025
ვებგვერდი, 02/04/2025
000000000.00.110.016006
აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №21

2025 წლის 31 მარტი

 აბაშა

 

აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის #239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13-მე-17 პუნქტების შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის (2024 წლის 26 ივნისის სხდომის №42 ოქმიდან ამონაწერი) გათვალისწინებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1.   აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებს მიენიჭოს მამია და ლენგი ხარებავების სახელი თანდართული რუკის თანახმად.

2.  აბრა წარწერით ,,მამია და ლენგი ხარებავების სახელობის ქუჩა“ დაიდგას აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩების შემოსასვლელში.

3.  ეს განკარგულება:

ა) რეაგირებისთვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:

ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247).

5. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: გელა ხოშტარია