რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 205 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 205 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 18/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.008.612
  • Word
440
15/05/2006
სსმ, 68, 18/05/2006
230.020.020.22.033.008.612
რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 205 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.008.612

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №440

2006 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

,,რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებით დამტკიცებულ ,,რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №43, მუხ. 451) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული უცხოური საქონლის რეექსპორტზე საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (რეექსპორტისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოტანისას გაფორმების საბაჟო ორგანოს თანხმობით) გაფორმების საბაჟო ორგანო უზრუნველყოფს:

ა) საქონლის საბაჟო გაფორმების დასრულებას;

ბ) საქონლის იდენტიფიცირებას საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით;

გ) საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარებას, კერძოდ, საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გაშვებას ქვეყნის საზღვარზე განთავსებულ საბაჟო ორგანოს დანიშნულებით, საიდანაც საქონელმა უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი