“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 488
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 17/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.008.602
  • Word
488
11/05/2006
სსმ, 65, 17/05/2006
040.030.000.22.027.008.602
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.008.602

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №488

2006 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის   2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 19.07.2004, №73, მუხლი 646) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ო)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს სექტორის სახელმწიფო რეგისტრატორებს.“;

ბ) მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ადმინისტრაცია“;

გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი.“;

დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავმჯდომარის ორგანიზაციული, ინფორმაციულ-სტატისტიკური და ანალიტიკური უზრუნველყოფა; თავმჯდომარის მიერ ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; სხდომების გამართვისათვის განსახილველი საკითხების და დღის წესრიგის პროექტების მომზადების ორგანიზება, თავმჯდომარის ცალკეული და ოპერატიული დავალებების შესრულება, თავმჯდომარის ფოსტის დამუშავება და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება“;

ე) მე-7 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,16. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ძირითადი ამოცანებია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უძრავ და მოძრავ ნივთებზე რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა პირველადი და შემდგომი რეგისტრაცია;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლით განსაზღვრული წინასწარი ჩანაწერის რეგისტრაცია;

გ) ბინის მესაკუთრეთა შორის დადებული შეთანხმებების რეგისტრაცია;

დ) უძრავ და მოძრავ ნივთებზე ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და გაცემა;

ე) საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება;

ვ) უფლების დამადასტურებელი და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, აგრეთვე საკადასტრო/სარეგისტრაციო მონაცემებისა და ინფორმაციის სისტემატიზაცია, არქივირება და უსაფრთხოდ შენახვა;

ზ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების აღრიცხვა;

თ) საჯარო რეესტრის ამონაწერის, სარეგისტრაციო მოწმობის, საკადასტრო რუკებისა და გეგმების გაცემა და შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ი) საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებელთა კონსულტირება;

კ) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

ვ) მე-7 მუხლს დაემატოს მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,17.            ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელი იმავდროულად წარმოადგენს ზონის ან ზონების სახელმწიფო რეგისტრატორს (შემდგომში – სახელმწიფო რეგისტრატორი).

18. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის და სექტორის უფროსს ჰყავს მოადგილე. უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

19. სახელმწიფო რეგისტრატორი უფლებამოსილია:

ა) ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე განახორციელოს უფლებათა რეგისტრაცია და საინფორმაციო მომსახურება;

ბ) განახორციელოს, უარი განაცხადოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს უფლებათა რეგისტრაცია ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

გ) ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე, მოამზადოს და გასცეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარეგისტრაციო მოწმობა, საკადასტრო რუკებისა და გეგმების ასლები, ცნობა ნივთზე ყადაღის არსებობის შესახებ, აგრეთვე იმ საბუთების ასლები, რომლებიც საფუძვლად დაედო უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციას;

დ) ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს ხელახალი საკადასტრო აღწერის ჩატარება, მომხდარი ცვლილებების შესაბამისად საკადასტრო რუკის/გეგმის მომზადება;

ე) მოამზადოს და დაამტკიცოს უძრავი ნივთის საკადასტრო გეგმა;

ვ) დასაბუთებული უარი განაცხადოს არარეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისების, სხვა პირის სარგებლობაში გადაცემის და უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაციაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით ან ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების ან საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.

20. სახელმწიფო რეგისტრატორს აქვს მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომლის ანაბეჭდის ნიმუში ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

21. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური პასუხს არ აგებს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების და გაცხადებული უფლების სისწორეზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე